მოლაპარაკებების ეფექტურობა დამოკიდებულია შეთანხმებული ვალდებულებების სრულ ერთგულებასა და მათ ზუსტ შესრულებაზე, – ამის შესახებ ირანის პრეზიდენტი მასუდ პეზეშკიანი სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, ამ გზაზე პროგრესი შეფასდება აღებული ვალდებულებების პრაქტიკული დაცვით.
„შეთანხმებული ტექსტის მიღმა განცხადებები ხელს არ უწყობს მოლაპარაკებების წინსვლას“, – აცხადებს ირანის პრეზიდენტი.

