აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

მედიის ცნობით, ისპაჰანის პროვინციაში აშშ-ის იერიშს ერთი ადამიანი ემსხვერპლა, შვიდი კი დაშავდა

ისპაჰანის პროვინციაში აშშ-ის მიერ განხორციელებულ იერიშს ერთი ადამიანი ემსხვერპლა, შვიდი კი დაშავდა. ინფორმაციას „როიტერი“ ირანის საინფორმაციო სააგენტო ISNA-ზე დაყრდნობით ავრცელებს.

„როიტერის“ ცნობით, ირანს დაღუპულთა საერთო რაოდენობის შესახებ ოფიციალური მონაცემები მას შემდეგ არ გამოუქვეყნებია, რაც გასულ კვირას ორმხრივი თავდასხმები განახლდა. როგორც „როიტერი“ წერს, სახელმწიფო მედიის ცნობებისა და ცალკეულ ინციდენტებზე გაკეთებული ოფიციალური განცხადებების მიხედვით, აშშ-ის განახლებულ დარტყმებს, სავარაუდოდ 20-მდე ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. „როიტერის“ ინფორმაციით, ომის ადრეულ ეტაპზე კი ათასობით ადამიანი დაიღუპა, ძირითადად ირანსა და ლიბანში.

ამასთან, სააგენტო წერს, რომ აფეთქებების ხმა ისმოდა ირანის ბენდერ-აბასისა და ქეშმის კუნძულის მიდამოებში.

იტვირთბა....