აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, გასულ ღამეს რუსეთის ფედერაციის 10-ზე მეტ სამხედრო, ლოგისტიკურ და საწვავის ობიექტზე მიიტანეს იერიში

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის [SBU] ცნობით, გასულ ღამეს რუსეთის ფედერაციის 10-ზე მეტ სამხედრო, ლოგისტიკურ და საწვავის ობიექტზე მიიტანეს იერიში.

უწყების ინფორმაციით, 13 ივლისის ღამეს მასშტაბური სპეცოპერაცია ჩაატარეს, რომლის ფარგლებშიც ერთდროული დარტყმები განახორციელეს რუსეთის ტერიტორიასა და ანექსირებულ ყირიმში მდებარე სამხედრო, ლოგისტიკურ და საწვავის ინფრასტრუქტურაზე.

კერძოდ: “პროექტ 12150 „მანგუსტის“ ორ საპატრულო კატარღაზე შავი ზღვის აკვატორიაში.

სამხედრო ტექნიკისა და სპეციალური აღჭურვილობის ანგრებზე, რომლებიც ყირიმის ავტონომიურ რესპუბლიკაში, „ბაგეროვოს“ ავიაბაზაზე მდებარეობს.

სამ სტაციონარულ რადიოლოკაციურ სადგურზე, რომლებსაც მოწინააღმდეგე უეკიპაჟო კატერებისა და დამრტყმელი დრონების აღმოჩენისთვის იყენებდა.

ბორნებზე „ეისკი“ და „მარია“ ქერჩში მდებარე „ყირიმის“ საბორნე ტერმინალზე.

ბორნებზე „ლავრენტი“ და „პანაგია“ პორტ „კავკაზში“.

ნავთობპროდუქტების გადამზიდი კომპლექსის სამ რეზერვუარზე პორტ „კავკაზში“.

ცისტერნებით დატვირთულ სარკინიგზო შემადგენლობაზე სატვირთო სადგურ „კავკაზში“.

რუსეთის ფედერაციის სტავროპოლის მხარეში, დასახლებულ პუნქტ ვიაზნიკიში მდებარე ნავთობბაზის რეზერვუარების პარკზე (მანძილი — 600 კმ).

ერთ ღამეში, სხვადასხვა დაშორებულ ლოკაციაზე ათეულობით სამიზნის ერთდროული განადგურება მოწმობს, რომ უკრაინის უსაფრთხოების სამსახური თავისი შორ მანძილზე მოქმედი სპეცოპერაციების მასშტაბებს ზრდის. რუსეთის ფედერაციის კრიტიკულად მნიშვნელოვანი სამხედრო და ნავთობის ინფრასტრუქტურის ობიექტები კვლავაც გააგრძელებენ წვას.” – ნათქვამია უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის განცხადებაში.

იტვირთბა....