აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

“ირანი და აშშ სამუშაო ჯგუფების შექმნის შესახებ შეთანხმდნენ” – ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე

ირანი და აშშ სამუშაო ჯგუფების შექმნის შესახებ შეთანხმდნენ, – ამის შესახებ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ყაზემ ღარიბაბადიმ ქვეყნის სახელმწიფო მედიას განუცხადა.

ყაზემ ღარიბაბადის ცნობით, შვეიცარიაში ირანსა და აშშ-ს შორის ტექნიკური მოლაპარაკებები დასრულდა.

„მომლაპარაკებლებმა გადაწყვიტეს, რომ ოთხი სამუშაო ჯგუფი შეიქმნება: სანქციების გაუქმების, ბირთვული საკითხების, რეკონსტრუქციისა და ეკონომიკური განვითარების, ასევე მონიტორინგისა და ხელშეკრულების განხორციელების ჯგუფები“, – განაცხადა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ.

შეგახსენებთ, 21 ივნისს, შვეიცარიაში, კატარისა და პაკისტანის შუამავლობით, აშშ-სა და ირანს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმის პირობების განხორციელების შესახებ მოლაპარაკებები გაიმართა. შეხვედრების დასრულების შემდეგ აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, ჯეი დი ვენსმა განაცხადა, რომ მხარეებს შორის მოლაპარაკებებში პროგრესი შეინიშნება.

იტვირთბა....