აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

დონალდ ტრამპმა აშშ-ირანის ურთიერთგაგების მემორანდუმს ვერსალის სასახლეში მოაწერა ხელი

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა აშშ-ირანის ურთიერთგაგების მემორანდუმს საფრანგეთში, ვერსალის სასახლეში მოაწერა ხელი, – ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

„ეს ადვილი არ იყო“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა ვერსალის მემორანდუმზე ხელმოწერისას.

ტრამპმა დოკუმენტს ხელი მოაწერა ვერსალის სასახლეში გამართული ვახშმის წინ ცოტა ხნით ადრე, რომელსაც საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა უმასპინძლა.

ხელმოწერილი შეთანხმების ფოტო აშშ-მა ირანს გაუგზავნა. მემორანდუმს ხელი ირანის მხრიდან პრეზიდენტმა მასუდ პეზეშკიანმა მოაწერა.

იტვირთბა....