აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

“მოლდოვის საჰაერო სივრცე უპილოტო საფრენმა აპარატმა დაარღვია, ჩამოვარდნის ადგილზე კვალი მიუთითებს, რომ დრონი აფეთქდა, მიმდინარეობს ნამსხვრევები შესწავლა” – მოლდოვის თავდაცვის სამინისტრო

ღამით მოლდოვის საჰაერო სივრცე უპილოტო საფრენმა აპარატმა დაარღვია. ჩამოვარდნის ადგილზე აღმოჩენილი კვალი მიუთითებს, რომ დრონი აფეთქდა, – ამის შესახებ ქვეყნის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული.

უწყების ინფორმაციით, 8 ივნისს, 00:20 საათზე, ეროვნული არმიის სათვალთვალო სისტემებმა და საზღვრისპირა თანამშრომლობის მექანიზმებმა უპილოტო საფრენი აპარატის მიერ სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთა დააფიქსირეს მიხაილოვკა-ლოპატნას დასახლებების რაიონში. მოგვიანებით, სოფელ ლოპატნას მიმდებარედ დრონის ნამსხვრევები აღმოაჩინეს.

„ამჟამად მიმდინარეობს აღმოჩენილი ნამსხვრევების შესწავლა იმის დასადგენად, რა წარმოშობის იყო უპილოტო საფრენი აპარატი და რა გარემოებებში მოხდა ინციდენტი. აღსანიშნავია, რომ ღამით რუსეთმა უკრაინაზე დრონებისა და რაკეტების გამოყენებით მასშტაბური შეტევა განახორციელა“, – ნათქვამია მოლდოვის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.

უწყების ცნობით, შესაბამისი სახელმწიფო ორგანოები აგრძელებენ ფაქტის დოკუმენტირებას და ვითარების მონიტორინგს.

იტვირთბა....