აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

სომხეთის ახალ ეროვნულ ასამბლეას 105 დეპუტატი ეყოლება – მმართველ პარტია „სამოქალაქო კონტრაქტს“ 61 ადგილი ექნება, „ძლიერი სომხეთის“ ბლოკს – 28, ბლოკ „სომხეთს“ – 11, პარტიას „აყვავებული სომხეთი“ – 5

სომხეთის ახალ ეროვნულ ასამბლეაში ოთხი პოლიტიკური ძალა იქნება წარმოდგენილი: პარტია „სამოქალაქო კონტრაქტი“, „ძლიერი სომხეთის“ ბლოკი, „სომხეთის“ ბლოკი და „აყვავებული სომხეთის პარტია“, – ინფორმაციას სომხური მედია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ადგილები შემდეგნაირად გადანაწილდება: „სამოქალაქო „კონტრაქტი – 61 ადგილი, „ძლიერი სომხეთის“ ბლოკი – 28 ადგილი, „სომხეთის“ ბლოკი – 11 ადგილი, პარტია „აყვავებული სომხეთს“ – 5 ადგილი.

ოთხი უდიდესი ეროვნული უმცირესობისთვის გამოყოფილი ოთხი ადგილიდან სამი „სამოქალაქო კონტრაქტის“ პარტიას, ხოლო ერთი „ძლიერი სომხეთის“ ბლოკს ერგო.

იტვირთბა....