აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

ფილიპინებში ძლიერი მიწისძვრის შედეგად, სულ მცირე, 15 ადამიანი დაიღუპა, 129 კი დაშავდა

მედიის ცნობით, ფილიპინებში ძლიერი მიწისძვრის შედეგად, სულ მცირე, 15 ადამიანი დაიღუპა, 129 კი დაშავდა. მიწისძვრა ფილიპინების მთავარ სამხრეთ კუნძულზე, მინდანაოში, გენერალ სანტოსის სანაპიროსთან მოხდა. სიძლიერემ 7.8 მაგნიტუდა შეადგინა.

მიწისზვრას 140-მდე ძლიერი ბიძგი მოჰყვა. ფილიპინების ვულკანოლოგიისა და სეისმოლოგიის ინსტიტუტის ცნობით, ეპიცენტრი ათი კილომეტრს სიღრმეზე დაფიქსირდა.

ფილიპინების სამოქალაქო თავდაცვის ოფისის წარმომადგენლების ცნობით, მიწისძვრა ადგილობრივი დროით, 07:37 საათზე მოხდა.

ფილიპინებმა, ინდონეზიამ და იაპონიამ მიწისძვრის შემდეგ ცუნამის წარმოქმნის შესახებ გაფრთხილება გაავრცელეს. ფილიპინების პრეზიდენტმა, ფერდინანდ მარკოსმა მოსახლეობას მოუწუდა, სანაპირო ზოლში ყოფნისგან თავი შეიკავონ და კუნძულის სიღრმეში გადავიდნენ.

იტვირთბა....