აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი – სხვა გზა არ გვაქვს, გარდა იმისა, რომ ყურანის ბრძანებას მივყვეთ: „თავს დაესხით მათ, ვინც თავს დაგესხმებათ”

ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის განცხადებით, შეერთებული შტატების თავდასხმებს შესაბამისი ზომებით უპასუხებენ, – ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

„ვინაიდან არ არსებობს საერთაშორისო ინსტიტუტი, რომელიც აშშ-ის სამხედროების სისასტიკეს შეაჩერებს, ჩვენ სხვა გზა არ გვაქვს, გარდა იმისა, რომ ყურანის ბრძანებას მივყვეთ: „ვინც თავს დაგესხმებათ, თავს დაესხით ისევე, როგორც ის დაგესხათ“, – აღნიშნულია ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის განცხადებაში.

ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი სპარსეთის ყურის სახელმწიფოებსაც მიმართავს და საპასუხო ზომებით ემუქრება.

„ქვეყნები, რომლებიც აშშ-ის საოკუპაციო ძალებს მასპინძლობენ და რომლებმაც თავიანთი ტერიტორია ამ დამპყრობელ დამნაშავეებს ირანზე თავდასხმების განსახორციელებლად დაუთმეს, მზად უნდა იყვნენ შესაბამისი პასუხის მისაღებად“, – აცხადებენ ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსში.

იტვირთბა....