აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

„ბიბისი“ – თეთრმა სახლმა დაიცვა არგენტინის საფეხბურთო გუნდის სიტყვის თავისუფლების უფლება მას შემდეგ, რაც მათ ფოლკლენდის კუნძულების არგენტინის კუთვნილების შესახებ ბანერი გამოფინეს

თეთრმა სახლმა დაიცვა არგენტინის საფეხბურთო გუნდის სიტყვის თავისუფლების უფლება მას შემდეგ, რაც მათ ფოლკლენდის კუნძულების არგენტინის კუთვნილების შესახებ ბანერი გამოფინეს, – ამის შესახებ „ბიბისი“ წერს.

კითხვაზე, ცდებოდნენ თუ არა მოთამაშეები, თეთრი სახლის ფიფა-ს სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელმა, ენდრიუ ჯულიანიმ განაცხადა, რომ გუნდს ჰქონდა შესაძლებლობა, „გაეკეთებინა ეს განცხადებები“ აშშ-ში.

ჟურნალისტებთან საუბრისას ჯულიანიმ აშშ-ის კონსტიტუციით გათვალისწინებული სიტყვის თავისუფლების დაცვაზე ისაუბრა და თქვა: „ჩვენ გვჯერა ამერიკის შეერთებულ შტატებში პირველი შესწორებით გათვალისწინებული ჩვენი უფლებების“.

მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალური მატჩის შემდეგ არგენტინის ნაკრების მოთამაშეებმა მოედანზე ბანერი გაფინეს წარწერით – Las Malvinas son Argentinas, რაც ასე ითარგმნება: „ფოლკლენდის კუნძულები არგენტინულია“.

იტვირთბა....