აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

მედიის ცნობით, ისრაელმა ირანში ნავთობქიმიურ ქარხანას დაარტყა

ისრაელმა ირანში ნავთობქიმიურ ქარხანაზე საჰაერო თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ობიექტის ნაწილი დაზიანდა, – CNN-ის ინფორმაციით, ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო Fars-ი იუწყება.

სააგენტოს ცნობით, სამხრეთ-დასავლეთ ქალაქ ბანდარ-ე მაჰშარში მდებარე Karun Petrochemical Company-ის ისრაელის მიერ ნასროლი ჭურვები მოხვდა.

ისრაელის თავდაცვის ძალებმა X-ზე გამოქვეყნებულ პოსტში განაცხადეს, რომ მათმა საჰაერო ძალებმა კომპლექსში „რამდენიმე სამიზნეს დაარტყა“.

იტვირთბა....