აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

ისრაელის განცხადებით, ირანში სამხედრო სამიზნეებს დაარტყეს

ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, ირანის დასავლეთ და ცენტრალურ რეგიონში სამხედრო სამიზნეებზე იერიში მიიტანეს.

ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ცნობით, ირანის ქალაქებში – თეირანში, თავრიზსა და ისპაჰანში აფეთქებების ხმები ისმოდა.

ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის განცხადებით, თავდასხმის დროს ისრაელმა ბალისტიკური რაკეტები გამოიყენეს.

შეგახსენებთ, მანამდე ცნობილი გახდა, რომ ირანმა ისრაელს ბალისტიკური რაკეტებით შეუტია.

იტვირთბა....