აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

„ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი“ – რაკეტებისა და დრონების გაშვება მომდევნო შვიდი დღე 24 საათის განმავლობაში გაგრძელდება, ვიდრე მტერი არ შეჩერდება

ეს ოპერაცია არ არის ერთჯერადი მოვლენა, არამედ მომდევნო ერთი კვირის განმავლობაში უწყვეტი დარტყმების დასაწყისია,- ამის შესახებ „ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსში“ განაცხადეს.

„რაკეტებისა და დრონების ტალღების გაშვება მომდევნო შვიდი დღე 24 საათის განმავლობაში გაგრძელდება, ვიდრე მტერი არ შეჩერდება და დანაშაულებრივ ქმედებებს არ შეწყვეტს“, – აღნიშნულია „ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ განცხადებაში.

გარდა ამისა, განცხადების თანახმად, ირანის ტერიტორიის მიზანში ამოღებას მოჰყვება დამანგრეველი და მასშტაბური პასუხი, რომელიც ყველა მოლოდინს გადააჭარბებს.

იტვირთბა....