აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

წინასწარი შედეგებით, სომხეთის საპარლამენტო არჩევნებში მმართველი პარტია 50.07%-ით ლიდერობს, დათვლილია ბიულეტენების 94%

სომხეთის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ დილის 8:00 საათის მონაცემებით ბიულეტენების 94%-ის დათვლის შედეგები გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც, მმართველი პარტია „სამოქალაქო კონტრაქტი“ საპარლამენტო არჩევნებში 50.00%-ით ლიდერობს.

ამავე შედეგების თანახმად, მეორე ადგილზეა პარტიების ბლოკი „ძლიერი სომხეთი“ 23.35%-ით.

მესამე ადგილზეა ბლოკი „სომხეთი“ 9.96%-ით. შედეგებით მეოთხეა პარტია „აყვავებული სომხეთი“ 3.99%-ით.

მეხუთე ადგილზე მყოფმა პარტიამ – „ერთობის ფრთები“- არჩევნებში ხმების 2.28% -ი მოიპოვა.

პარლამენტში მოსახვედრად საარჩევნო ბარიერი პარტიებისთვის 4%-ია, ხოლო პარტიული ბლოკებისთვის – 8%.

იტვირთბა....