თუ ვინმე არის დღეს ქვეყანაში პოლარიზაციის საფუძველი და მიზეზი, ეს “ქართული ოცნებაა”, – ამის შესახებ “ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთი ლიერი გრიგოლ გეგელია საუბრობს. მისი თქმით, “ოცნების” მხრიდან დეპოლარიზაციაზე საუბარი “პოლიტიკური შიზოფრენიის გამოვლინებაა”.
“ეს არის პოლიტიკური ძალა, რომელიც იწვევს ამ ქვეყანაში პოლარიზაციას, აპატიმრებს ადამიანებს ტრიოტუარზე დგომის გამო აუქმებს დემოკრატიულად არჩეულ პარტიებს და ამ ქვეყანაში საღ აზრს და წესიერებას ემტერება. თუ ვინმე არის დღეს ქვეყანაში პოლარიზაციის საფუძველი და მიზეზი, საბაბი და წყარო, ეს არის “ქართული ოცნების” რეჟიმი და როდესაც ეს რეჟიმი საუბრობს დეპოლარიზაციაზე, ეს არის პოლიტიკური შიზოფრენიის გამოვლინება”, – ამბობს გრიგოლ გეგელია.

