აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

რუსეთის არმიის მიერ უკრაინის პოლტავის რეგიონის დაბომბვას მსხვერპლი მოჰყვა

რუსეთის არმიის მიერ უკრაინის პოლტავის რეგიონის დაბომბვას მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლი მოჰყვა.

უკრაინული მედიის თანახმად, პოლტავის რეგიონზე რაკეტებით და უპილოტო აპარატებით მოხდა თავდასხმა, რის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა, 31 კი დაშავდა.

გავრცელებული ცნობით, პოლტავის ორ ადგილას პირდაპირი დარტყმა მოხდა, ასევე ჩამოცვივდა ნამსხვრევები. თავდასხმამ დააზიანა სამრეწველო ობიექტი, რის შედეგადაც 3 480 მომხმარებელი გაზის გარეშე დარჩა. ასევე დაზიანდა რკინიგზის ინფრასტრუქტურა.

შინაგან საქმეთა მინისტრის, იგორ კლიმენკოს თქმით, რუსეთმა ორმაგი შეტევა განახორციელა. თავდაპირველად მტერმა გაზის წარმოების ობიექტს შეუტია, ხოლო როდესაც სახელმწიფო საგანგებო სიტუაციების სამსახურის დანაყოფები ადგილზე მივიდნენ და მასშტაბური ხანძრის ჩაქრობა დაიწყეს, რუსეთმა კიდევ ერთი სარაკეტო დარტყმა განახორციელა. მიღებული დაზიანებების შედეგად ორი მაშველი გარდაიცვალა, ხოლო 23 დაშავდა. მათგან სამი მძიმე მდგომარეობაშია და მედიკოსები მათი სიცოცხლის გადასარჩენად იბრძვიან.

იტვირთბა....