აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

“ნებისმიერ უცხოურ შეიარაღებულ ძალაზე, განსაკუთრებით აგრესიულ აშშ-ის არმიაზე, თავდასხმა განხორციელდება, თუ ჰორმუზის სრუტესთან მიახლოებას დააპირებენ” – ირანის სამხედრო ძალების სარდლობის მეთაური

ირანის სამხედრო ძალების გაერთიანებული სარდლობის მეთაურის, ალი აბდოლაჰის განცხადებით, აშშ-ის ან სხვა ნებისმიერი უცხო ქვეყნის შეიარაღებული ძალების წინააღმდეგ თავდასხმა განხორციელდება, თუ ისინი ჰორმუზის სრუტეში შევლენ.

ალი აბდოლაჰიმ ხაზი გაუსვა, რომ ირანული ძალები „მკაცრად უპასუხებენ“ ნებისმიერ საფრთხეს და კომერციულ გემებსა და ნავთობტანკერებს მოუწოდა, თავი შეიკავონ ნებისმიერი გადაადგილებისგან ირანის სამხედროებთან კოორდინაციის გარეშე.

„ჩვენ არაერთხელ განვაცხადეთ, რომ ჰორმუზის სრუტის უსაფრთხოება ჩვენს ხელშია და რომ გემების უსაფრთხო გავლა შეიარაღებულ ძალებთან უნდა იყოს კოორდინირებული. ვაფრთხილებთ, რომ ნებისმიერ უცხოურ შეიარაღებულ ძალაზე, განსაკუთრებით აგრესიულ აშშ-ის არმიაზე, თავდასხმა განხორციელდება, თუ ისინი ჰორმუზის სრუტესთან მიახლოებას და სრუტეში შესვლას დააპირებენ“, – აღნიშნა ალი აბდოლაჰიმ.

ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, აშშ დღეიდან ჰორმუზის სრუტეში ჩარჩენილი გემების გამოყვანას დაიწყებს. მისი მტკიცებით, „ქვეყნებმა მთელი მსოფლიოს მასშტაბით, რომელთაგან თითქმის ყველა არ არის ჩართული ახლო აღმოსავლეთის დავაში“, სთხოვა აშშ-ს გაეთავისუფლებინა გემები, რომლებიც სრუტეში არიან „ჩაკეტილი“. აშშ-ის პრეზიდენტმა ოპერაციას „პროექტი თავისუფლება“ უწოდა და განაცხადა, რომ უ პროცესში ჩარევა მოხდება, ამ ჩარევას ძალით უპასუხებენ. „თუ რაიმე ფორმით ამ ჰუმანიტარულ პროცესში ჩარევა მოხდება, სამწუხაროდ, ამ ჩარევაზე ძალისმიერი რეაგირება მოგვიწევს“, – აღნიშნა ტრამპმა.

აშშ-ის ცენტრალური სარდლობის განცხადებით, მათი ძალები 4 მაისს „პროექტ თავისუფლების“ მხარდაჭერას დაიწყებენ. ოპერაციაში 15 000 პერსონალი, მართვადი რაკეტების გამანადგურებლები და 100-ზე მეტი თვითმფრინავი დაუჭერს მხარს.

იტვირთბა....