“ქართული ოცნება” ნებას რთავს ირანს აკეთოს ის, რასაც აკეთებს საქართველოში დღეს, ეს ეწინააღმდეგება პრეზიდენტ ტრამპის მსოფლმხედველობას – ამის შესახებ ამერიკელმა ჰადსონის უნივერსიტეტის მკვლევარმა, ლუკ კოფიმ „ჰადსონის ინსტიტუტში“ საქართველოსთან დაკავშირებით გამართულ დებატებზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
ლუკ კოფიმ ყურადღება გააახვილა ალ მუსტაფას უნივერსიტეტზე, რომელიც საქართველოში ფუნქციონირებს.
მკვლევარი ამბობს, რომ ამ საკითხს “ქართული ოცნება” სერიოზულად არ უდგება.
“ქართულ ოცნებას” შეუძლია დაიწყოს სწორი სიგნალების გაგზავნა ტრამპის ადმინისტრაციისთვის, რომ აპირებენ ამ (ირანის) საკითხს სერიოზულად მიუდგნენ – ამბობს ლუკ კოფი.
“ირანი მოტივირებულია თავისი სურვილით, გააგრძელოს ისლამური რევოლუციის იდეოლოგია, მათ ჰყავთ შიიტი მუსლიმი მოსახლეობა საქართველოში, რომელიც არ არის ისე სრულად ინტეგრირებული საზოგადოებაში, როგორც ალბათ უნდა იყოს. და ეს ხელსაყრელი ნიადაგია.
მაგრამ მე მინდა ყურადღება ალ მუსტაფას უნივერსიტეტზე გავამახვილო. ის იყო სანქცირებული ტრამპის პირველი პრეზიდენტობის დროს. ის კვლავ ფუნქციონირებს. ქართული ოცნება ამ საკითხს სერიოზულად არ უდგება . თქვენ შეგიძლიათ შეხვიდეთ ინსტაგრამზე და ნახოთ, სად მართავს ეს უნივერსიტეტი ღონისძიებებს, ცერემონიებს. მე ვფიქრობ, ეს აბსურდულია. რა შეუძლია გააკეთოს ქართულ ოცნებას? რას უნდა ელოდეს ამერიკის შეერთებული შტატები, რომ ეს მთავრობა გააკეთებს? პირველ რიგში, მან უნდა აჩვენოს, რომ ოდესღაც ამერიკის პარტნიორი იყო. მე ვფიქრობ, ბურთი ახლა ძალიან მკაფიოდ ქართული ოცნების მოედანზეა.
ისინი ნებას რთავენ ირანს აკეთოს ის, რასაც აკეთებს საქართველოში დღეს. ეს სრულიად ეწინააღმდეგება პრეზიდენტ ტრამპის მსოფლმხედველობას და ამერიკა უპირველეს ყოვლისა პოლიტიკას. თქვენ არ გჭირდებათ ირანის საელჩოში მისვლა სამძიმრის წიგნზე ხელის მოსაწერად. არავის მოენატრებოდით, იქ რომ არ მისულიყავით. მაგრამ მაინც, ისინი ირჩევენ ამგვარი რამეების კეთებას.
თუ შეხედავთ საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესრელიზს ინგლისურ ენაზე, სიტყვა ირანს ვერსად იპოვით. თითქოს დრონები მარსიდან ჩამოფრინდნენ.
ასე რომ, სიმბოლიზმს აქვს მნიშვნელობა. ქართულ ოცნებას შეუძლია დაიწყოს სწორი სიგნალების გაგზავნა ტრამპის ადმინისტრაციისთვის, რომ აპირებენ ამ საკითხს სერიოზულად მიუდგნენ. მაგრამ შემდეგ, მე ვფიქრობ, ჩვენ გვჭირდება, გვქონდეს უფრო თვალსაჩინო, მკაცრი ზომები ზოგიერთი ამ ქსელის წინააღმდეგ, რომლებიც არსებობს”, – აცხადებს ლუკ კოფი.

