აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

“დონალდ ტრამპის გადაწყვეტილება პოლონეთში დამატებით 5 000 ამერიკელი ჯარისკაცის გაგზავნის შესახებ ნატო-ს აღმოსავლეთ ფლანგის უსაფრთხოებას გააძლიერებს” – გიტანას ნაუსედა და ედგარს რინკევიჩი

“დონალდ ტრამპის გადაწყვეტილება პოლონეთში დამატებით 5 000 ამერიკელი ჯარისკაცის გაგზავნის შესახებ ნატო-ს აღმოსავლეთ ფლანგის უსაფრთხოებას გააძლიერებს” – გიტანას ნაუსედა და ედგარს რინკევიჩი

პრეზიდენტ დონალდ ტრამპის გადაწყვეტილება პოლონეთში დამატებით 5 000 ამერიკელი ჯარისკაცის გაგზავნის შესახებ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა ნატო-ს აღმოსავლეთ ფლანგის უსაფრთხოებისთვის, – ამის შესახებ ლიეტუვის პრეზიდენტი გიტანას ნაუსედა სოციალურ ქსელში წერს.

„მოკავშირეთა უფრო ძლიერი ყოფნა ჩვენს რეგიონში აძლიერებს შეკავების ძალას და ხელს უწყობს ბალტიის ქვეყნებისა და მთელი ევროპის უსაფრთხოებას. ლიეტუვაში აშშ-ის სამხედროების უწყვეტი ყოფნა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჩვენი რეგიონის უსაფრთხოებისთვის“, – აცხადებს ლიეტუვის პრეზიდენტი.

აშშ-ის პრეზიდენტის გადაწყვეტილებას ლატვიის პრეზიდენტი ედგარს რინკევიჩიც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ეს ნატო-ს აღმოსავლეთ ფლანგის უსაფრთხოებას გააძლიერებს.

„მივესალმები პრეზიდენტ დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებას პოლონეთში დამატებით 5 000 ამერიკელი ჯარისკაცის განლაგების შესახებ. ეს გააძლიერებს ნატო-ს აღმოსავლეთ ფლანგის უსაფრთხოებას. ამავდროულად, ევროპამ სასწრაფოდ უნდა გააძლიეროს საკუთარი თავდაცვითი შესაძლებლობები“, – წერს ლატვიის პრეზიდენტი სოციალურ ქსელში.

აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის განცხადებით, შეერთებული შტატები პოლონეთში 5 000 ამერიკელ ჯარისკაცს გაგზავნის.

„პოლონეთის ამჟამინდელი პრეზიდენტის, კაროლ ნავროცკის წარმატებული არჩევისა და მასთან ჩვენი ურთიერთობის საფუძველზე, სიამოვნებით გაცნობებთ, რომ შეერთებული შტატები პოლონეთში დამატებით 5 000 სამხედროს გაგზავნის“, – განაცხადა ტრამპმა.

იტვირთბა....