აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ის კადრები რაც ჩვენ ვიხილეთ, არანაირი კავშირი არ აქვს ადამიანურ მოპყრობასთან” – შალვა პაპუაშვილი ისევ დანიის დედაქალაქ კოპენჰაგენში, აქციის დაშლაზე საუბრობს და რეაგირებას ითხოვს

ის კადრები რაც ჩვენ ვიხილეთ, არანაირი კავშირი არ აქვს ადამიანურ მოპყრობასთან – შალვა პაპუაშვილი ისევ დანიის დედაქალაქ კოპენჰაგენში, აქციის დაშლაზე საუბრობს და რეაგირებას ითხოვს:

“ის, რომ ამაზე რეაგირების ნაცვლად ჩვენ გვესმის ცინიკური განცხადებები დანიის ხელისუფლების მხრიდან, რომ დიალოგი ვერ შედგა და ამიტომ ძაღლები უნდა მიექსიათ თურმე და ხელკეტები ერტყათ ადამიანებისთვის და შემდგარიყვნენ მშვიდობიანი მომიტინგეებისთვის, ეს რა თქმა უნდა, არ არის დამაკმაყოფილებელი. მნიშვნელოვანია, რომ დანიის ხელისუფლებამ გამოიძიოს ეს საქმე, დასჯილ იქნას ყველა, ვინც ამ ძალადობაში იყო ჩართული.

შევახსენებ საზოგადოებას, რომ დანიას აქვს ძალიან მძიმე მემკვიდრეობა ადამიანის უფლებების მხრივ. 90-იანი წლების ჩათვლით დანიაში იყო სისტემური პრაქტიკა გრენლანდიის ადგილობრივი მოსახლეობის იძულებით და მოტყუებით სტერილიზებისა. ქალი მოსახლეობის ნახევარზე მეტი, მათ შრის, არასრულწლოვანები, 12 წლის გოგონები, მოტყუებით მოახდინეს მათი სტერილიზება და დღემდე არ არის გამოძიებული ეს საქმე და არ არიან დასჯილები ის ექიმები, ვინც ამ პრაქტიკაში ჩართული იყვნენ. დღემდე საექიმო პრაქტიკას ეწევიან. ეს პრაქტიკა გათანაბრებულია ბევრის მხრიდან გენოციდთან… ჩვენ მოვისმინეთ რეაქციები ქართული რადიკალური ოპოზიციის მხრიდან, რომ კი, იყო ძალადობა, თუმცა სამაგიეროდ დანია არის მდიდარი ქვეყანა. ეს არის მათი წარმოდგენით ევროპული ღირებულება, რომ თუ ხარ მდიდარი ქვეყანამ, თუ პენსია არის რაღაც ოდენობით, მაშინ შეიძლება ძალადობა მშვიდობიან ადამიანებზე, ძაღლების მიქსევა და ცემა მშვიდობიანი პროტესტანტები…” – ამბობს შალვა პაპუაშვილი.

იტვირთბა....