აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

“ჰორმუზის სრუტისა და სპარსეთის ყურის მართვა ტრამპის ბოდვითი პოსტებით მოხდება” – ირანელი მაღალჩინოსანი

ირანის პარლამენტის ეროვნული უსაფრთხოების კომისიის ხელმძღვანელის ებრაჰიმ აზიზის განცხადებით, ჰორმუზის სრუტეში აშშ-ის ნებისმიერი ჩარევა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევად ჩაითვლება.

„ჰორმუზის სრუტის ახალ საზღვაო რეჟიმში ნებისმიერი ამერიკული ჩარევა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევად ჩაითვლება“, – დაწერა აზიზიმ X-ზე.

მისი თქმით, „ჰორმუზის სრუტისა და სპარსეთის ყურის მართვა ტრამპის ბოდვითი პოსტებით მოხდება!“

ირანის პარლამენტის ეროვნული უსაფრთხოების კომისიის ხელმძღვანელმა ეს კომენტარი მას შემდეგ გაავრცელა, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ ორშაბათიდან ჰორმუზის სრუტეში ჩარჩენილი გემების გაყვანას დაიწყებს.

იტვირთბა....