აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

“იაპონიასთან დაკავშირებულმა გემმა ჰორმუზის სრუტე უსაფრთხოდ გაიარა და ქვეყნისკენ მოემართება – ამას დადებით მოვლენად მივიჩნევთ” – იაპონიის პრემიერი

იაპონიასთან დაკავშირებულმა გემმა, რომელიც სპარსეთის ყურეში იმყოფებოდა, 29 აპრილს უსაფრთხოდ გაიარა ჰორმუზის სრუტე და იაპონიისკენ მოემართება, – ამის შესახებ იაპონიის პრემიერ-მინისტრი სანაე ტაკაიჩი სოციალურ ქსელში წერს.

მისი ინფორმაციით, გემზე ეკიპაჟის სამი იაპონელი წევრი იმყოფება.

„ჩვენმა ქვეყანამ დღემდე ყველა შესაძლო შემთხვევაში მიმართა ირანს იმ თვალსაზრისით, რომ მნიშვნელოვანია ყველა ქვეყნის, მათ შორის იაპონიის გემებისთვის, ჰორმუზის სრუტეში თავისუფალი და უსაფრთხო ნავიგაციის აღდგენის უზრუნველყოფა. ჩემი მხრივ, ასევე გადავეცი ჩვენი ქვეყნის ეს პოზიცია პრეზიდენტ პეზეშკიანს“, – აცხადებს იაპონიის პრემიერი.

სანაე ტაკაიჩი ხაზს უსვამს, რომ იაპონიის მთავრობა ქვეყანასთან დაკავშირებული გემის გავლას დადებით მოვლენად მიიჩნევს.

„მთავრობა იაპონიასთან დაკავშირებული გემის გავლას, მათ შორის ჩვენი მოქალაქეების დაცვის პერსპექტივიდან, დადებით მოვლენად მიიჩნევს“, – აცხადებს იაპონიის პრემიერი.

მისი თქმით, იაპონია კვლავ მოუწოდებს ირანულ მხარეს, უზრუნველყოს, რომ იაპონიასთან დაკავშირებულმა გემებმა, ასევე ყველა ქვეყნის გემებმა, თავისუფლად და უსაფრთხოდ გაიარონ ჰორმუზის სრუტე.

იტვირთბა....