აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

აშშ-ში, თეთრი სახლის კორესპონდენტების ასოციაციის მიღებაზე, რომელსაც დონალდ ტრამპი ესწრებოდა, სროლა იყო

თეთრი სახლის კორესპონდენტების ასოციაციის მიღებაზე, რომელიც ვაშინგტონში, სასტუმრო „ჰილტონში“ იმართებოდა და რომელსაც აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და პირველი ლედი მელანია ტრამპი ესწრებოდნენ, სროლა იყო.

ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.

მედიის ინფორმაციით, ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი და თავდაცვის მდივანი.

სროლის შემდეგ აშშ-ის კაბინეტის წევრების ევაკუაცია განხორციელდა. თავდასხმის შედეგად არავინ დაშავებულა, დაკავებულია თავად თავდამსხმელი.

იტვირთბა....