აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

მარკო რუბიომ და ივეტ კუპერმა ირანის, ჰორმუზის სრუტისა და ევროპის უსაფრთხოების საკითხები განიხილეს

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ და გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ივეტ კუპერმა ირანისა და ჰორმუზის სრუტის გარშემო არსებული ვითარება და ევროპაში უსაფრთხოების შენარჩუნების საკითხები განიხილეს. ინფორმაციას აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს.

„სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ დღეს გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრ ივეტ კუპერთან ისაუბრა ირანის საკითხზე და ჰორმუზის სრუტეში ნავიგაციის თავისუფლების აღდგენის მიმდინარე ძალისხმევის შესახებ“, – აღნიშნულია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.

სახელმწიფო დეპარტამენტში აცხადებენ, რომ სახელმწიფო მდივანმა და საგარეო საქმეთა მინისტრმა ასევე განიხილეს ევროპის მიერ საკუთარი უსაფრთხოების უზრუნველყოფის მნიშვნელობა და თავდაცვაში ინვესტიციების გაზრდისა და ნატო-ს ალიანსში ტვირთის უფრო მეტად განაწილების აუცილებლობა.

იტვირთბა....