აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

ჩინეთში აცხადებენ, რომ ირანში მიმდინარე ომის შედეგად გამოწვეული შეფერხებების მიუხედავად, ქვეყნის ეკონომიკა სწრაფად იზრდება

ირანში მიმდინარე ომის შედეგად გამოწვეული შეფერხებების მიუხედავად, ჩინეთის ეკონომიკა სწრაფად იზრდება. ამის შესახებ „სიენენი“ წერს.

როგორც „სიენენი“ წერს, წლის პირველ სამ თვეში ელექტრო და მექანიკური პროდუქტების გაზრდილმა ექსპორტმა ჩინეთის ეკონომიკის ზრდა იმაზე მეტად გამოიწვია, ვიდრე ამას ექსპერტები ვარაუდობდნენ. თუმცა, ექსპერტები მაინც ფრთხილობენ და აღნიშნავენ, რომ ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ომი მსოფლიოში არასტაბილურ გარემოს ქმნის და ვინაიდან ჩინეთის ეკონომიკა ექსპორტზეა დამოკიდებული, რისკები მაინც არსებობს.

დღეს ჩინეთის სტატისტიკის ეროვნულმა ბიურომ (NBS) განაცხადა მთლიანი შიდა პროდუქტის 5,0%-იანი ზრდა გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით. NBS-მ „მყარ დასაწყისად“ შეაფასა მიღებული შედეგები, თუმცა აღნიშნა, რომ შიდა და საერთაშორისო გამოწვევები კვლავ საყურადღებოა.

„გარე პირობები უფრო რთული და არასტაბილური გახდა, ხოლო შიდა სტრუქტურული დისბალანსი, რომელსაც ძლიერი მიწოდება და სუსტი მოთხოვნა ახასიათებს, კვლავ მკვეთრადაა გამოხატული“, – განაცხადა NBS-ის წარმომადგენელმა, მაო შენგიონგმა გამართულ პრესკონფერენციაზე.

იტვირთბა....