თანამედროვე კომიქსების ენით მოყოლილი „ვეფხისტყაოსანი“ – ავტორები, როგორც ეს რომანშია, მთავარ გმირს არაბული გარეგნობით ხატავენ, ისევე როგორც ეს რომანშია. პროექტი საერთაშორისოა და მიზანი სხვადასხვა ეროვნების მკითხველის დაინტერესებაა.
ავტორი პაპუნა დავითაიაა, რომელმაც პოემის ეკრანიზაციისთვის სცენარი 2013 წელს დაწერა. მაშინ მულტიპლიკაციის შექმნის იდეა ვერ განახორციელა, წლების შემდეგ ლოს ანჯელესში გრაფიკული რომანის ტექნოლოგია შეისწავლა და შოთა რუსთაველის გმირები 3 წლის შემდეგ კომიქსებით გააცოცხლა.
გრაფიკულ რომანში პოემის სიუჟეტი ახლო და შორი ხედებით კინო კადრირების მეთოდით ლაგდება. 2017 წლის გაზაფხულზე, ვეფხისტყაოსნის კიდევ ერთი გრაფიკული ვერსია გამოიცემა. ავტორი დათო მაჭავარიანია, რომელიც რომანზე მუშაობას ინდოეთში აგრძელებს.
იუნესკომ, 2016 წელი „ვეფხისტყაოსნის“ წლად გამოაცხადა. ქართველების საკულტო პოემა 850 წლის ხდება.