ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება სამართალი

„ვენეციის კომისია არის ერთ-ერთი ყველაზე არასერიოზული ევროპული სტრუქტურა… ის ემსახურება გლობალური ომის პარტიის ინტერესებს“ – ირაკლი კობახიძე

ვენეციის კომისიამ გამოაქვეყნა გადაუდებელი დასკვნა 2024 წლის 13 დეკემბერს და 2025 წლის 6 თებერვალს, “ოცნების” პარლამენტის მიერ მიღებულ საკანონმდებლო ცვლილებებზე „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ და „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონში.

აღნიშნულს ირაკლი კობახიძე გამოეხმაურა.

„საერთოდ არავითარი სამართლებრივი საფუძველი არ აქვს მათ მოთხოვნას. ზოგადად შემიძლია გითხრათ, რომ ვენეციის კომისია არის ერთ-ერთი ყველაზე არასერიოზული ევროპული სტრუქტურა. იმ არასერიოზულობის ფონზე, რახც ზოგადადაა დამკვიდრებული ევროპულ სტრუქტურებში, ამ ფონზეც კი ვენეციის კომისია გამოირჩევა საკუთარი განსაკუთრებული არასერიოზულობით.
სამართლებრივი ექსპერტიზის ცენტრიდან ეს ინსტიტუცია გარდაიქმნა ჩვეულებრივ პოლიტიკურ ორგანოდ, რომელიც ემსახურება გლობალური ომის პარტიის ინტერესებს. ყოველგვარი სამართლებრივი დასაბუთების გარეშე წერს ხოლმე პოლიტიკურ დასკვნებს, რაც საერთოდ არ არის ვენეციის კომისიის საქმე. შესაბამისად, მათ დასკვნებს ჩვენ სერიოზულად ვერ მივიღებთ. კეთილი ინებონ, დადონ სამართლებრივი დასკვნები და განვიხილავთ სერიოზულად, მაგრამ პოლიტიკა არ არის ვენეციის კომისიის საქმე”, – განაცხადა კობახიძემ.

ვენეციის კომისიის დასკვნას გაეცანით ბმულზე.

იტვირთბა....