ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

“გონივრული იქნება, თუ გაათავისუფლებენ. ქალი სინდისის პატიმარი ქვეყანას აღარ ეყოლება და ამ ხელისუფლებას, ეს დამღა არ დარჩება” – ეთერ თურაძე

„ბათუმელების“ რედაქტორმა, ეთერ თურაძემ ბათუმის საქალაქო სასამართლოსთან მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესის დაწყებამდე განაცხადა, რომ გონივრული იქნება თუკი ამაღლობელს გაათავისუფლებენ, შედეგად ხელისუფლებას ეს დამღა არ დარჩება.

„სიმართლე გითხრათ დიდი მოლოდინი არ მაქვს. ვფიქრობ, რომ გონივრული იქნება, თუ გაათავისუფლებენ, ეს ყველასთვის მომგებიანი იქნება, იმ თვალსაზრისით, რომ ქალი სინდისის პატიმარი ქვეყანას აღარ ეყოლება და ამ ხელისუფლებას, ეს დამღა არ დარჩება. მზია ამაღლობელის გათავისუფლებით, მათ არავითარი პრობლემა არ შეექმნებათ, პირიქით, ეს მათთვის პოზიტიური ამბავი იქნება, იმ თვალსაზრისით, რომ ჰუმანურობის პრინციპებით იხელმძღვანელეს“, – განაცხადა თურაძემ და დასძინა, რომ „მზია ამაღლობელისთვის წარდგენილი მუხლი არის აბსურდული“. – თქვა ეთერ თურაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.

შეგახსენებთ, რომ “ბათუმელებისა” და “ნეტგაზეთის” დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესი, ბათუმის საქალაქო სასამართლოში უნდა დაიწყოს.

 

იტვირთბა....