ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

მზია ამაღლობელის საქმეს დაერთო პოლიციელის პატაკი, თითქოს ის პოლიციელზე თავდასხმას სხვებთან კომუნიკაციით გეგმავდა

ამ წუთებში ბათუმის საქალაქო სასამართლოში მზია ამაღლობელის წინასასამართლო სხდომა მიმდინარეობს.

სხდომაზე მსჯელობისას ცნობილი გახდა, რომ  მზია ამაღლობელის საქმეში დევს დეტექტივის 15 თებერვალს შედგენილი პატაკი, თითქოს მზია ამაღლობელს პოლიციელზე თავდასხმა დაგეგმილი ჰქონდა და ამაზე კომუნიკაციას ტელეფონით აწარმოებდა.

პროკურატურა მოითხოვს  მზია ამაღლობელის ტელეფონიდან ინფორმაციის ამოღებას.

ადვოკატის თქმით:

2025 წლის 15 თებერვლის პატაკით გურიის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების ოპერატიული სამმართველოს დეტექტივმა ვლადიმერ ჩიტაიამ გურიის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილეს, სერგი ჟღენტს მიაწოდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მზია ამაღლობელს წინასწარ ჰქონდა დაგეგმილი პოლიციელზე თავდასხმა, რის შესახებაც მობილური ტელეფონის საშუალებით კომუნიცირებდა მისთვის დაუდგენელ პირებთან და აღნიშნულის შესახებ ელექტრონული ინფორმაცია უნდა ინახებოდეს მზია ამაღლობელის მობილურ ტელეფონში. აღნიშნულ  პატაკში მოყვანილი ინფორმაციის საფუძვლიანობას ჩიტაია განმარტავს მხოლოდ იმით, რომ მან მიიღო ასეთი ინფორმაცია. გამოკითხვის ოქმში ვლადიმერ ჩიტაია ადასტურებს პატაკით წარმოდგენილ ინფორმაციას.

მოთხოვნილია დადგინდეს, რა მარკისაა ნივთმტკიცებად ამოღებული ტელეფონი, რა შეტყობინებებია მობილურსა და სიმბარათზე; დადგინდეს, შესაძლებელია თუ არა წაშლილი შეტყობინებების აღდგენა, რა ზარებია დაფიქსირებული მობილურში, დაყენებულია თუ არა მობილურში საკონტაქტო პროგრამები (მესენჯერი, ვათსაპი, ვაიბერი). ამოღებულ იქნეს მათ შორის წაშლილი შეტყობინებები“, – განაცხადა ჯუბა ქათამაძემ.

ადვოკატები ამბობენ, რომ პროკურატურის მიერ წარმოდგენილი არგუმენტები მზია ამაღლობელის ტელეფონის შესწავლის აუცილებლობის შესახებ არ არის საკმარისად დასაბუთებული და სასამართლომ ეს არ უნდა დააკმაყოფილოს.

 

იტვირთბა....