ავსტრალიის პრემიერ-მინისტრის, ენტონი ალბანეზეს ცნობით, ავსტრალია უკრაინაში სამშვიდობო ძალების გაგზავნას განიხილავს.
„ჩვენ მხარს ვუჭერთ პრეზიდენტ ზელენსკისა და უკრაინელი ხალხის მამაც ბრძოლას მათი ბუნებრივი სუვერენიტეტის დასაცავად…
ამ ეტაპზე მიმდინარეობს დისკუსია შესაძლო სამშვიდობო მისიაზე, და ჩემი მთავრობის პოზიცია ასეთია – მზად ვართ განვიხილოთ ნებისმიერი შემოთავაზება, როგორც ეს ავსტრალიას ისტორიულად სხვადასხვა სამშვიდობო მისიაში გაუკეთებია. ჩვენ გვინდა უკრაინაში მშვიდობა, მაგრამ ამავდროულად, აუცილებელია, რომ რუსეთის უკანონო და ამორალური ქმედებები არ დაჯილდოვდეს და რომ ვლადიმერ პუტინის იმპერიალისტური მიზნები წახალისებული არ იყოს…
თუ მოთხოვნა იქნება, მას გავითვალისწინებთ. რაც შეეხება აშშ-ს, ამერიკა ავსტრალიის მნიშვნელოვანი მოკავშირეა, ეს ჩვენი ერების პარტნიორობაა. რაც შეეხება ავსტრალიის საგარეო პოლიტიკას – მას თავად ავსტრალია განსაზღვრავს. ჩვენი ეროვნული ინტერესია, დავუჭიროთ მხარი უკრაინას, და ჩვენი მთავრობა ამას აკეთებს“, – განაცხადა ალბანეზემ.
ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ, უკრაინაში სამშვიდობო ჯარების გაგზავნისთვის მზადყოფნა გამოთქვა რამდენიმე ევროპულა ქვეყანამ, მათ შორის, დიდი ბრიტანეთმა.