ახალი ამბები მთავარი

Bloomberg – პუტინი ჯერ კიდევ მთელ დონბასს მოითხოვს

გამოცემა Bloomberg წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას ტრამპის, ზელენსკისა და სხვა ევროპელი ლიდერების სატელეფონო საუბრის შესახებ.  წყაროებზე დაყრდნობით ტრამპმა ევროპელ ლიდერებს განუცხადა, რომ პუტინი ჯერ კიდევ მთლიან დონბასს მოითხოვს.

ტრამპმა სატელეფონო საუბრის დროს თქვა, რომ მიუხედავად იმისა, რომ საკუთარ ტერიტორიასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება უკრაინის მისაღებია, პუტინის პოზიცია არ შეცვლილა – მას ჯერ კიდევ სურს, რომ კიევმა უარი თქვას უკრაინის აღმოსავლეთში დონბასის მთელი ტერიტორიის კონტროლზე“, – წერს გამოცემა.

გამოცემის წყაროები აღნიშნავენ, რომ „ზოგიერთი ევროპელი ლიდერი აღელვებულია იმით, რომ ახლა ტრამპი ზეწოლას მოახდენს ზელენსკიზე, რათა ის ტერიტორიულ დათმობებზე წავიდეს შეთანხმების მისაღწევად”.

 

იტვირთბა....