დონალდ ტრამპსა და ვლადიმერ პუტინს შორის შეხვედრა, შესაძლოა, მომდევნო კვირის დასაწყისში, ევროპაში კერძოდ კი რომში გაიმართოს, – ინფორმაციას Fox News ავრცელებს.
„მოლაპარაკებებთან დაკავშირებულმა ორმა წყარომ Fox News-ს განუცხადა, რომ შეხვედრა მომავალი ორშაბათისთვის მზადდება და რომი შეხვედრის ერთ-ერთი შესაძლო ადგილია“, – წერს გამოცემა.

