ახალი ამბები მთავარი

ილჰამ ალიევი ვაშინგტონში ჩავიდა

აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი დღეს, 7 აგვისტოს, აშშ-ის დედაქალაქ ვაშინგტონს ეწვია. იქ მალე ჩავა სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანიც.

პარასკევს, 8 აგვისტოს, ვაშინგტონში გაიმართება აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის, სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევის შეხვედრა.

ამოცემა Washington Post-ის თანახმად, თეთრ სახლში ტრამპის, ფაშინიანის და ალიევის შეხვედრა 8 აგვისტოს გაიმართება და გამორიცხული არ არის, რომ მხარეები სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო შეთანხმების საბოლოოდ მიღწევის შესახებ გამოაცხადებენ.

იტვირთბა....