ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

“ეს კომისია საქართველოს ისტორიის რუსული ვერსიით გადაწერის მცდელობის ბინძური კომისიაა” – თინა ბოკუჩავა

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე, თინა ბოკუჩავა, საქათველოს პარლამენტში შექმნილ, საგამოძიებო კომისიის მიერ შედგენილი დასკვნასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

იგი განცხადებაში აღნიშნავს, რომ თეა წულუკიანის კომისია საქართველოს ისტორიის რუსული ვერსიით გადაწერის მცდელობაა და მიზნად ისახვას, საქართველო დაადანაშაულოს იმ ომში, რომელიც მას არ დაუწყია.

ეს კომისია საქართველოს ისტორიის რუსული ვერსიით გადაწერის მცდელობის ბინძური კომისიაა. ეს არის კომისია, რომელიც მიზნად ისახავდა არა მხოლოდ საქართველოს დადანაშაულებას ომში, არამედ იმდროინდელი უმაღლესი მთავარსარდლის – მიხეილ სააკაშვილის დადანაშაულებას, რომელიც სწორედ პუტინის დაკვეთით დღესაც იხდის სასჯელს იმისთვის, რომ მან შექმნა თანამედროვე, წარმატებული ქართული სახელმწიფო და ეს სახელმწიფო არ დაუთმო მტერს 2008 წელს. დიახ, ეს არის პუტინის დაკვეთით, რუსეთის დაკვეთით შექმნილი რუსული კომისია, რუსული ამოცანების და რუსული მიზნების შესასრულებლად, ეს არის ღალატის კომისია, რომლის თითოეული წევრი და არა მხოლოდ, მეორე თაობის საბჭოთა ჯალათი – თეა წულუკიანი, რომლის თითოეული წევრი დაისჯება და პასუხს აგებს ქართული სახელმწიფოს და დამოუკიდებელი ქართული მართლმსაჯულების წინაშე. დიახ, თითოეული წევრი ღალატის კომისიის აღმოჩნდება საბრალდებო სკამზე და ეს ძალიან მალე, ქართველი ხალხის მოტანილი ცვლილებების შედეგად მოხდება, რომელსაც დიახ, მშვიდობიანი რევოლუციით მოვიტანთ. სიტყვა რევოლუციის ბიძინას ძალიან ეშინია და სწორად ეშინია, რადგან ნამდვილი სახალხო რევოლუცია არის ხალხის კონსოლიდაცია, ხალხის ერთიანობა და ხალხის ძალის მოქმედებაში მოყვანა, ეს არის ნამდვილი სახალხო რევოლუცია, ერთი ქალის რევოლუციაა ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ – მზია ამაღლობელი, რომლის ბრძოლა და გაუტეხელობა ნამდვილად იქცა ამ ბრძოლის სიმბოლოდ და რომლის სიჩუმე ხანდახან ყველა ყვირილზე უფრო ხმამაღალი და ძალიან საგულისხმოა, რომ სწორედ დღეს, ერთ-ერთი ამ ბრძოლის სიმბოლოს განაჩენი დაამთხვია ივანიშვილის რეჟიმმა მისი წარმოდგენით განაჩენს ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ, მაგრამ ჩვენ ძალიან კარგად უნდა გვესმოდეს, რომ შეიგნონ ივანიშვილმა და მისმა ამფსონებმა – უსამშობლო უღირებულებო მონებო, ფულზე დახამებულებო, ვერასოდეს შეიგრძნობთ სამშობლოს სიყვარულის ძალას. „ნაციონალური მოძრაობა”, რომელმაც პრეზიდენტ სააკაშვილთან და მის გუნდთან ერთად შექმნა თანამედროვე სახელმწიფო, ყოველთვის იქნება ქართული სახელმწიფოს გადარჩენის ბრძოლის ავანგარდში, ყოველთვის იქნება ამ ბრძოლის მთავარი ფლაგმანი და რაც არ უნდა წეროს და იკითხოს მეორე თაობის საბჭოთა ჯალათმა თეა წულუკიანმა, სწორედ ეს ძალა მოიტანს ცვლილებებს ჩვენი ქვეყნისთვის ქართველ ხალხთან ერთად. „ნაციონალური მოძრაობა” ვართ ადამიანების გუნდი, რომლებსაც გვაერთიანებს იდეა – ერთიანი, ძლიერი, დამოუკიდებელი, წარმატებული, ევროპული, ქართული სახელმწიფოს იდეა და ქართული სახელმწიფოს იდეა უკვდავია, მარადიულია. მას ვერაფერი დააკლო პუტინმა და ვერაფერს დააკლებს ივანიშვილის მონები. დღევანდელი დასკვნა ვერაფერს დააკლებს ჩვენს საერთო ბრძოლას, ეს არის სამშობლოს მოღალატეების საბრალდებო დასკვნა, განაჩენი, რომელთა მოღალატეობრივ მმართველობას აუცილებლად დაამხობს ქართველი ხალხი. ამ ბრძოლაში ყველაზე სანდო, საიმედო, ძლიერი და უღალატო ქართველი ხალხისთვის იქნება “ნაციონალური მოძრაობა”, რომელიც ივანიშვილის რეჟიმმა ვერ დაშალა, ვერ გატეხა, ასე იყო სულ, ასე არის დღეს და ასე იქნება ქართველი ხალხის გამარჯვებამდე. თავისუფლება მიშას, თავისუფლება მზიას, თავისუფლება ნინოს და თავისუფლება ყველა პოლიტპატიმარს. ბოლოს მაინც ჩვენ მოვიგებთ, ღმერთი ფარავდეს საქართველოს“ – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

შეგახსენებთ, საქართველოს პარლამენტში შექმნილმა დროებითმა საგამოძიებო კომისიამ – „2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმის, ამ რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და პოლიტიკურ პარტიებში გაერთიანებული მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირების 2003 წლიდან დღემდე“ მუშაობა დაასრულა და 430 გვერდისგან შემდგარი დასკვნის პროექტი წარადგინა.

იტვირთბა....