საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის ცნობით, მან პალესტინის სახელმწიფოს დამოუკიდებლობის აღიარების გადაწყვეტილება მიიღო.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, „მეტრონომი“ კონფლიქტოლოგ პაატა ზაქარეიშვილს ესაუბრა.
ზაქარეიშვილის თქმით, ეს საფრანგეთის მხრიდან პალესტინის სასარგებლოდ გადადგმული დიპლომატიური ნაბიჯია.
ამასთან, მან აღნიშნა, რომ ომები გაგრძელდება მანამ, ვიდრე დაპირისპირებული მხარეები არ შეთანხმდებიან, რომ საჭიროა როგორც ისრაელი, ისევე პალესტინა.
„ეს არის მორიგი დიპლომატიური ნაბიჯი პალესტინის სასარგებლოდ, ვიდრე პალესტინა მიიღებს სახელმწიფოებრიობას.
გაერომ აღიარა ისრაელისა და პალესტინის სახელმწიფოებრიობა. მაშინ პალესტინურმა სამყარომ არ დაუშვა ისრაელის შემქნა და ამიტომ დაიწყო ომები. ისრაელმა გაიმარჯვა და მოიპოვა დამოუკიდებლონა.
ახლა პალესტინელები ამბობენ, რომ ჩვენც ვიბრძვით ჩვენი დამოუკიდებლობისთვისო
ამ ვითარების ტრაგედია არის ის, რომ ყოველ ათ წელიწადში ერთხელ ხდება ომები, ვიდრე ისრაელი არ მიხვდება, რომ საჭიროა პალესტინის არსებობა. ვიდრე დაპირისპირებული მხარეები არ შეთანხმდება, რომ საჭიროა როგორც ისრაელი, ისევე პალესტინა, მანამდე გაგრძელდება ომები.
ამასთან, მეორე მსოფლიო ომის თაობა მიდის. ამერიკაში აღარ არის ისეთი პოპულარული ისრაელი, როგორც მაშინ იყო, ყველა კვლევა ამას აჩვენებს. ამიტომ არ არის გამორიცხული, ამერიკაში დამოკიდებულება შეიცვალოს ისრაელთან დაკავშირებით.
მითუმეტეს, რაც ხდება პალესტინაში, როცა პირდაპირ ეთერში ადამიანები დგანან ჰუმანიტარულ კვების რიგში და [ებრაელები] მათ ხოცავენ, ეს ძალიან ცუდად მოქმედებს ნეიტრალურ ადამიანებზე.
მგონია, რომ 10-15 წელიწადში არსებითაც უნდა შეიცვალოს დამოკიდებულება ამ ორ სახელმწიფოს შორის. სხვანაირად
ვერ წარმომიდგენია, რომ მარტო იყოს ისრაელი და ეს არაბულმა სამყარომ აიტანოს, ან პირიქით“, – განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა „მეტრონომთან“ ინტერვიუში.

