სერჟ სარგსიანსაც არ ჰქონდა წასვლის განზრახვა, მაგრამ იძულებული გახდა, იგივე ეხება კტრიჩ ნერსისიანსაც (კათოლიკოსი გარეგინ II), იძულებული იქნება, წავიდეს – აღნიშნულის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა.
მისი ცნობით, კრტიჩ ნერსესიანს არ სურს წასვლა, თუმცა მთავრობა იმგვარად იმოქმედებს, რომ მან თავისი განზრახვა შეცვალოს.
ფაშინიანი განმარტავს, რომ ის ლაპარაკობს, როგორც სომხური სამოციქულო ეკლესიის მიმდევარი, მაგრამ, ასევე, როგორც სომხეთის პრემიერ-მინისტრი.

