“მე ვარ დამნაშავე. სტუდენტების, მუშებისა და ხალხის ბრალი არ არის. ჩვენი ქმედებები უნდა გამოვასწოროთ” – ირანის პრეზიდენტი, მასუდ ფეზეშქიანი ირანის ქალაქებში მიმდინარე აქციებს ეხმაურება.
თეირანსა და ქვეყნის სხვა ქალაქებში მასშტაბური საპროტესტო გამოსვლები ეროვნული ვალუტის გაუფასურებისა და ინფლაციის ფონზე დაიწყო, რამაც ქვეყანაში ფასების მკვეთრი ზრდა გამოიწვია.
ბოლო მონაცემებით, დაღუპულია 40-მდე ადამიანი და დაკავებულია 2 000-ზე მეტი დემონსტრანტი
იტვირთბა....

