ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

„SWIFT-დან საქართველოს გათიშვა გამოიწვევს ინვესტიციების შეჩერებას. თუ ეს მოხდა, დავრჩებით ახალი, უცხო ეკონომიკური რეალობის წინაშე“ – ოთარ აბესაძე „მეტრონომთან“

გუშინ, ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ კრიტიკული რეზოლუცია 490 ხმით დაამტკიცა. რეზოლუციაში სხვა პუნტქებთან ერთად, საუბარია, რომ ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა, სანქციების გარდა, განიხილოს დამატებითი შემზღუდავი ნორმები, როგორიცაა SWIFT-დან (უდიდესი საერთაშორისო საბანკო ანგარიშსწორების სისტემიდან) გათიშვა.

აღნიშნულ თემაზე “მეტრონომი” ეკონომისტ ოთარ აბესაძეს დაუკავშირდა.

როგორც ოთარ აბესაძემ განაცხადა, SWIFT-დან საქართველოს გათიშვა, თუ ეს მოხდა, გამოიწვევს ინვესტიციების შემცირებას და შეჩერებას

მისივე თქმით, საქართველო დარჩება ახალი, სრულიად უცხო ეკონომიკური რეალობის წინაშე.

“SWIFT-დან გათიშვა არ არის მარტივი პროცედურა, ამას შესაბამისი მინდობილობა სჭირდება და ამას არ სჭირდება მხოლოდ ევროკავშირი, ეს არის ამერიკული პროექტი.

დიდი იმედი მაქვს, რომ რეზოლუციის ეს ნაწილი არის მხოლოდ სარეკომენდაციო ხასიათის და ეს ქვეყანას არ შეეხება. დღეს საქართველო მსოფლიო ფულად საკრედიტო და მონეტარულ პოლიტიკაში ჩართულია სვიფტის სახით. ვგულისხმობ, 100%-ით მორგებულია სვიფტი, ვიზა/მასტერქარდი. მისი საქართველიდან გათიშვა, თუ ეს მოხდა, თეორიულადაც რომ დავუშვათ, გამოიწვვეს ინვესტიციების შემცირებას და შეჩერებას. სადაც SWIFT-ი არ არის, ზოგადად, საერთაშორიო ეკონომიკური კონცერნი ინვესტიციების გაკეთებას ერიდება, შესაბამისად, დავრჩებით ახალი, უცხო ეკონომიკური რეალობის წინაშე. 

ხაზი მინდა გავუსვა, რომ მსოფლიოს ნომერ პირველი ფულის ტრანფერის კორპორაცია ეს არის SWIFT-ი ვიზა/მასტერქარდი. მის გარეშე ჩვენ არ გვიცხოვრია და იმედი მაქვს, მისი გათიშვა ქვეყანას არ შეეხება. არსებობს სხვა ოპერაციული სისტემებიც, თუმცა საქართველოსთვის ეს ძალიან უცხოა.” – განაცხადა ოთარ აბესაძემ.

იტვირთბა....