დღეს გამართულ ბრიფინგზე „ლელოს“ გენერალურმა მდივანმა, ირაკლი კუპრაძემ განაცხადა, რომ კოალიცია „ძლიერი საქართველო“ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს.
აღნიშნულს „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერი, ელენე ხოშტარია გამოეხმაურა.
„ძალიან კარგია სიცხადე!
4 პროცენტიანი ლელო რას იზამს ნამდვილად არ განსაზღვრავს საქართველოს ბედს!
სუსტები არიან თუ მოღალატეები ისტორიამ განსაჯოს, ჩვენ საქმეს მივხედოთ!
და საქმე ბევრია და აუცილებლად მივხედავთ!
Ps ხოდა კიდე ფულით და ტელევიზიით აშანტაჟეთ საკუთარი თავები, ბიძინამ ვერ გატეხა ეს ქვეყანა ფულით, მართლა მეცინება, – წერს ის სოციალურ ქსელში.