ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

კოალიცია „ძლიერი საქართველო“ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს

ცოტა ხნის წინ გამართულ ბრიფინგზე „ლელოს“ გენერალურმა მდივანმა, ირაკლი კუპრაძემ განაცხადა, რომ კოალიცია „ძლიერი საქართველო“ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს.

„მრავალკვირიანი მოლაპარაკებების მცდელობების, კომუნიკაციის, იმედის პირობებში, ჩვენ ეს გადაწყვეტილება გადავავადეთ. “ძლიერ საქართველოს” აქვს თავისი გზა და ამ გზიდან ვერავინ გადაგვიყვანს, განსაკუთრებით ივანიშვილის სათამაშო პრეზიდენტი. ეს გზა არის უკომპრომისო ბრძოლა ყველა შესაძლო ველზე. დღეს კოალიცია ძლიერი საქართველო აკეთებს თავის განაცხადებს. ოფიციალურად და დეკლალრებულად იწყებს ბრძოლას თითოეული საქართველოს მოქალაქისთვის. ჩვენ რუსულ რეჟიმთან შევდივართ ბრძოლაში. ჩვენ ვირჩევთ ბრძოლას სხვა ველზეც. დანაშაულია ამ არჩევნების ადგილობრივ არჩევნებად იდენტიფიცირება. ეს არის დეფაქტო არჩევნებში ბრძოლა. დე-ფაქტო ხელისფულებასთან დე-ეფაქტო არჩევნებში ბრძოლა გამოგვიცახდებია, ბრძოლა გაგრძელდება ბოლომდე და ეს ბრძოლა გაგრძელდება გამარჯვებამდე“, – განაცხადა კუპრაძემ.

იტვირთბა....