“პირველების“ ინფორმაციით, კოალიცია „ცვლილებებისთვის“ ლიდერს, ნიკა მელიას მოსამართლისთვის წყლის შესხმის ფაქტზე, ხვალ ახალ ბრალს წაუყენებენ.
პროკურატურის წარმომადგენლები რუსთავის ციხეში 13:00 საათზე შევლენ.
შსს-მ მელიას წინააღმდეგ საქმე, მოსამართლისთვის წყლის შეასხმის ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 366-ე მუხლით აღძრა, რაც სასამართლოს უპატივცემულობას გულისხმობს.
შეგახსენებთ, რომ ნიკა მელიამ მოსამართლე ირაკლი შვანგირაძეს წყალი 30 მაისს შეასხა. აღნიშნული მაშინ მოხდა, როცა ნიკა მელია მოსამართლეს მიმართავდა შემდეგი სიტყვებით, რომ „ის არის დავალების შემსრულებელი და რომ ის, როგორც მოსამართლე არ დაინტერესებულა თუ რატომ დააკავეს გუშინ ის უკანონოდ“.

