ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

ისრაელის იერიშს IRGC-ის დაზვერვის მეთაური და მისი მოადგილე ემსხვერპლნენ

ირანული მედიის ინფორმაციით, ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის (IRGC) დაზვერვის მეთაური, მოჰამად ქაზემი და მისი მოადგილე 15 ივნისს ისრაელის იერიშს ემსხვერპლნენ.

ისრაელის დარტყმის შედეგად ასევე დაიღუპა IRGC-ის დაზვერვის ოფიცერი, მოჰსენ ბაღერი.

მანამდე, გავრცელდა ინფორმაცია, რომ ისრაელმა თეირანში ორგანიზაციის შენობაზე იერიში მიიტანა, რის შედეგადაც ნანგრევებში მოყვა ორგანიზაციის უფროსი, მოჰამად ქაზემი და მისი მოადგილე.

იტვირთბა....