ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ეთერ ლიპარტელიანი მსოფლიო ჩემპიონია

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების წევრმა, 25 წლის ეთერ ლიპარტელიანმა უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში იაპონელი მომო ტამაოკი დაამარცხა და ქართველ ქალთა ძიუდოს ისტორიაში პირველად მოიპოვა მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული.

ქალთა შორის 57 კგ წონითი კატეგორიის ფინალში ქართველმა იაპონელი მომო ტამაოკი იპონით დაამარცხა და პირველი ქართველი ქალი ძიუდოისტია, ვინც მსოფლიო ჩემპიონის ტიტულს დაეუფლა.

დღეს ტურნირზე გამომსვლელი ორი ქართველი, ლაშა შავდათუაშვილი (73კგ) და ნინო ლოლაძე (57კგ) ადრეულ ეტაპზე დამარცხდნენ და მსოფლიო პირველობა უმედლოდ დაასრულეს.

იტვირთბა....