ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

“ქათამაძემ არ ისარგებლა ქვეყნის ნებაყოფლობით დატოვების შესაძლებლობით, მისი გაძევება იძულების წესით მოხდა კანონმდებლობის შესაბამსიად” – ალექსანდრე დარახველიძე

ქათამაძემ არ ისარგებლა ქვეყნის ნებაყოფლობით დატოვების შესაძლებლობით, მისი გაძევება იძულების წესით მოხდა კანონმდებლობის შესაბამსიად, –  ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ ბრიფინგზე განაცხადა.

ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ თემურ ქათამაძის გაძევება მოხდა საქართველოს კანონმდებლობის სრული დაცვით, სასამართლოს მიერ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების შესაბამისად. ამასთან, გაცნობებთ, რომ აღნიშნული პირის საქმესთან დაკავშირებით სასამართლოს 8 სხვადასხვა ინსტანციაში ჩატარდა განხილვები და სასამართლომ სრულად გაიზიარა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის პოზიცია. ასევე, დაცვის მხარემ, დროებითი ღონისძიების მოთხოვნით მიმართა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს, რომელმაც მისი მოთხოვნა არ დააკმაყოფილა. გაფარ ილმაზმა [თემურ ქათამაძემ] არ ისარგებლა ქვეყნის ნებაყოფლობით დატოვების შესაძლებლობით, შესაბამისად, მისი გაძევება იძულების წესით მოხდა საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად.” – აცხადებს დარახველიძე.

იტვირთბა....