შალვა პაპუაშვილის ცნობით, შექმნილია სამუშაო ჯგუფი ლიეტუვის, ლატვიის და ესტონეთის პარლამენტთან, თუმცა შემადგენლობაში ყოფნა ჯერჯერობით არავინ ისურვა.
„პარლამენტის დადგენილებით შევქმენით სამუშაო ჯგუფები, მათ შორის შექმნილია სამუშაო ჯგუფი ლიეტუვის, ლატვიის და ესტონეთის პარლამენტთან, თუმცა შემადგენლობაში ყოფნა ჯერჯერობით არავინ ისურვა. რა თქმა უნდა, ეს განპირობებულია ამ სამი ქვეყნის პარლამენტის არამეგობრული პოლიტიკით ქართველი ხალხის მიმართ. იმედი გვაქვს, რომ ლიეტუვის, ლატვიის და ესტონეთის პარლამენტები დაუბრუნდებიან ქართველი ხალხის მიმართ მეგობრულ პოლიტიკას. ეს მოგვცემს შესაძლებლობას პარლამენტის წევრებსაც, დაკომპლექტდეს მეგობრობის ჯგუფები“, – განაცხადა პაპუაშვილმა.