ამ წუთებში ხმაურია თბილისის საქალაქო სასამართლოში, სადაც “თანაინვესტირების ფონდის” ყოფილი დირექტორის, გიორგი ბაჩიაშვილის სასამართლო პროცესი უნდა გაიმართოს.
პროცესი პატარა დარბაზში იმართება, რაზეც უკმაყოფილება გამოთქვეს ბაჩიაშვილის ოჯახის წევრებმა, ახლობლებმა და მედიამ, რომლებსაც სასამართლო პროცესზე დასწრება უჭირთ.
შეგახსენებთ, გიორგი ბაჩიაშვილი წითელი ცირკულარით იძებნებოდა. 26 მაისს სუს-მა გამოაქვეყნა განცხადება, სადაც წერდა, რომ გიორგი ბაჩიაშვილი წითელი ხიდისა და სადახლოს შორის არსებული ე.წ. მწვანე საზღვრის მონაკვეთის მიმდებარედ დააკავეს.

