ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

26 მაისი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეა

დღეს, 26 მაისს, საქართველო დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს.

1918 წლის 26 მაისს საქართველოს ეროვნულმა საბჭომ მიიღო სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტი და ჩამოაყალიბა დამოუკიდებელი საქართველოს მთავრობა. სახელმწიფოს პოლიტიკური მმართველობის ფორმად აღიარეს დემოკრატიული რესპუბლიკა, შეიქმნა ევროპული ტიპის ქართული სახელმწიფოებრიობა, დემოკრატიული სისტემა.

საბჭოთა ოკუპაციისა და ანექსიის გამო, საქართველოს დემოკრატიულმა რესპუბლიკამ არსებობა არასრული 3 წლის შემდეგ შეწყვიტა – 1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიის შემდეგ, ქვეყანაში ეროვნული მოძრაობა გაძლიერდა.

1991 წლის 31 მარტს უზენაესმა საბჭომ ჩაატარა საყოველთაო რეფერენდუმი კითხვით:

“თანახმა ხართ თუ არა აღსდგეს საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა 1918 წლის 26 მაისის დამოუკიდებლობის აქტის საფუძველზე?”

რეფერენდუმში მონაწილეობა საქართველოს მოსახლეობის 90,3%-მა მიიღო, რომელთაგან 98.9%-მა მხარი საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენას დაუჭირა. 1991 წელის 9 აპრილს, რეფერენდუმის საფუძველზე, უზენაესმა საბჭომ საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა.

დღეს, თავისუფლების მოედანზე საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება 26 მაისს, 11:00 საათზე დაიწყება.

იტვირთბა....