ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა საზოგადოება

ვოლოდიმირ ზელენსკი ანკარაში ჩავიდა

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ანკარაში ჩავიდა.

ანკარაში დღეს, 15 მაისს, უკრაინა-რუსეთის სამშვიდობო მოლაპარაკებებია დაგეგმილი.

როგორც ცნობილია, შეხვედრას არ დაესწრება რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი.

დელეგაციების შეხვედრამდე ზელენსკი თურქეთის პრეზიდენტს რეჯეფ თაიფ ერდოღანს შეხვდება.

როგორც აეროპორტში ჟურნალისტებთან საუბრისას ზელენსკიმ განაცხადა, უკრაინული მხარე უმაღლეს დონეზეა წარმოდგენილი.

სტამბოლში უკვე ჩასულია რუსეთის დელეგაცია.

შეგახსენებთ, რომ უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის მხოლოდ პუტინთან სურდა შეხვედრა, თუმცა კრემილის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ რუსეთის დელეგაციას უხელმძღვანელებს პრეზიდენტის თანაშემწე, ვლადიმირ მედინსკი.

რუსეთის დელეგაციას ასევე წარმოადგენენ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, მიხაილ გალუზინი, რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მთავარი სამმართველოს უფროსი, იგორ კოსტიუკოვი,თავდაცვის მინისტრის მოადგილე, ალექსანდერ ფომინი.

იტვირთბა....