რუსული მედიის ინფორმაციით, რუსეთის დელეგაცია უკრაინასთან მოლაპარაკებებისთვის სტამბოლში ჩავიდა.
როგორც მედია წერს, რუსეთისა და უკრაინის დელეგაციებს შორის მოლაპარაკებები, სავარაუდოდ, ადგილობრივი დროით 10:00 საათზე, თბილისის დროით კი 11:00 საათზე დაიწყება.
შეგახსენებთ, რუსეთმა უკრაიანსთან მოლაპარაკებებისთვის დელეგაციის სია გამოაქვეყნა. კრემლის ცნობით, დელეგაციას უხელმძღვანელებს პრეზიდენტის თანაშემწე, ვლადიმირ მედინსკი.
რუსეთის დელეგაციას ასევე წარმოადგენენ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, მიხაილ გალუზინი, რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მთავარი სამმართველოს უფროსი, იგორ კოსტიუკოვი,თავდაცვის მინისტრის მოადგილე, ალექსანდერ ფომინი.
სიაში არ წერია ვლადიმერ პუტინი.

