ამ განსაკუთრებულ დღეს ვზეიმობთ სიძლიერეს, გამძლეობასა და იმედს, რომელსაც ქართული დროშა გამოხატავს – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა სოციალურ ქსელში წერს და ვიდეოს აქვეყნებს.
“ამ განსაკუთრებულ დღეს ვზეიმობთ სიძლიერეს, გამძლეობასა და იმედს, რომელსაც ქართული დროშა გამოხატავს — სიმამაცისა და მომავლის რწმენის სიმბოლოს. გილოცავთ საქართველოს სახელმწიფო დროშის დღეს!
“ვდგევარ კლდეზე და ვდარაჯობ დროშებს, მრავალ ბრძოლანახულს, დროშებს, მომავალისათვის საიმედოდ გადანახულს.” – გალაკტიონ ტაბიძე, 1908″ – წერია განცხადებაში.

